CAT - ის გამოცდები დაიწყო

21-05-2014
21 მაისს, 1500 სკოლაში ერთდროულად მე-12 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო, რომელშიც 38 ათასამდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. გამოცდების დაწყებამდე მოსწავლეებს სპეციალური ბარათები დაურიგდათ, სადაც სრული განრიგი იყო მითითებული.

საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტარდება.CAT-ის სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. 

საატესტატო გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.