2014 წლის სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ!!!

27-05-2014
დასრულდა 2014 წლის სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ტესტირების ეტაპის ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განმხილვევლი კომისიის მუშაობა.

კომისიას განსახილველად წარედგინა სულ 50 დირექტორობის მსურველის საპრეტენზიო განაცხადი. 
 
კომისიამ დაადგინა,  რომ 2014 წლის 29 მარტის მეორე სესიის ტესტის N88 შეკითხვაში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი - კერძოდ, ტესტურ დავალებას აქვს 2 სწორი პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 3 აპელანტს დაუკმაყოფილდა საპრეტენზიო განაცხადი ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებით და მოემატა ტესტური დავალების 2 ქულა. 

ერთ აპელანტს დაუკმაყოფილდა საპრეტენზიო განაცხადი პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით და მიეცა განმეორებით ტესტირებაზე გასვლის უფლება. 

კომისიამ, აგრეთვე, იმსჯელა იმ დირექტორობის მსურველთათვის ქულის მომატების თაობაზე, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდათ 2014 წლის 29 მარტს მეორე სესიაზე და ტესტის N88 შეკითხვაზე გაცემული პასუხი ჩაეთვალათ არასწორად გაცემულ პასუხად. 

კომისიამ დაადგინა:  იმ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2014 წლის 29 მარტის მეორე სესიის ტესტირებაში და N88 კითხვაზე გაცემული პასუხი ჩაეთვალათ არასწორ პასუხად, ჩაეთვალოთ სწორად გაცემულ პასუხად და მოემატოთ აღნიშნული კითხვის 2 ქულა. 

დირექტორობის იმ მსურველებმა, რომლებმაც ტესტირება გაიარეს 2014 წლის 29 მარტის მე-2 სესიაზე, გთხოვთ, იხილოთ ტესტირების განახლებული შედეგები რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მიხედვით. 

გთავაზობთ 2014 წლის 29 მარტის მე-2 სესიის ტესტირების N88 დავალებას.