პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადის დაჯილდოება

30-07-2014
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ  კოლეჯში 2014  წლის 18 ივლისს გაიმართა პროფესიულ სტუდენტთა ოლიმპიადა სამ მოდულზე:
  1. ვებ პროგრამირება,
  2. კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება 
  3. სამგანზომილებიანი გრაფიკა 3D MAX.
ოლიმპიადის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა:
  1. მართვის სისტემის სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;
  2. სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით  ნიჭიერი პროფესიული სტუდენტის გამოვლენა და წახალისება; 
  3. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.
ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევდა საორგანიზაციო ჯგუფი. 

ოლიმპიადის ჩატარების წესის მიხედვით და გამსწორებლების მიერ მოწოდებული შედეგების საფუძველზე  გამარჯვებულად გამოვლინდნენ რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში პირველ ადგილზე გასული ოლიმპიადის მონაწილენი, ხოლო საპრიზო ადგილები დაიმსახურეს რეიტინგულ სიაში თითოეულ მოდულში მეორე და მესამე ადგილზე გასულმა ოლიმპიადის მონაწილეებმა. 

ოლიმპიადაში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა  კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათებით  და სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა:
 
პირველი ადგილი: ნოდარ ხვედელიძე, სოფიკო გელაშვილი, მიხეილ ყაულაშვილი – თითოეულმა 300 ლარიანი ტექნიკის სასაჩუქრე ბარათი
მეორე ადგილი: დავით გვრიტიშვილი, გიორგი ხომეზური, ანა კუსრაშვილი -თითოეულმა  200 ლარიანი ტექნიკის  სასაჩუქრე ბარათი
მესამე ადგილი: დევი ტორუა, დავით სეროპიანი, ნონა ყურაშვილი, გიორგი იაშვილი - თითოეულმა 100 ლარიანი ტექნიკის სასაჩუქრე ბარათი.