სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი

18-08-2014

სკოლის დირექტორთა კონკურსის შესარჩევ მომდევნო ეტაპზე, დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 18-დან 20 აგვისტომდე იქნება განთავსებული. 20 აგვისტოს, დარეგისტრირებულ პირებს, სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნებათ შეცვალონ მათ მიერ 18 და 19 აგვისტოს არჩეული სკოლები.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ განაცხადის შევსების წესს, რომელიც თან ახლავს სააპლიკაციო ფორმას და სრულად ატვირთოთ ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ფოტოსურათი; სამოტივაციო წერილი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.