დასაქმება პროფესიული განათლებით

08-09-2014
საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში საგანმანათლებლო კურსის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი საწარმოო პრაქტიკაა. პროგრამის ფარგლებში თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკას გადიან სხვადასხვა კომპანიებში, სადაც უმეტეს შემთხვევებში საქმდებიან კიდეც.
    
იმისათვის, რომ სტუდენტებმა ხარისხიანი პრაქტიკული განათლება მიიღონ და დასაქმება შეძლონ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად თანამშრომლობენ პოტენციურ დამსაქმებლებთან, რაშიც მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ეხმარება.

ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სხვადასხვა სფეროში მომუშავე კერძო კომპანიებთან თუ სახელმწიფო დაწესებულებებთან, სადაც შემდგომში სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან და ხშირ შემთხვევაში, მუშაობასაც იწყებენ.