სამუშაო ვიზიტი ქ.ტალინში

08-10-2014
განათლების  მართვის  საინფორმაციო  სისტემის   დელეგაცია, სისტემის უფროსის ბატონ ლაშა ვერულავას   ხელმძღვანელობით ამა წლის  29.09 - 03.10 იმყოფებოდა  ესტონეთის  ქალაქ  ტალინში  საქმიანი ვიზიტით.
      
მივლინების ფარგლებში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განხორციელდა შემდეგი შეხვედრები :

გაიმართა შეხვედრა  ესტონეთში საქართველოს ელჩთან, ქალბატონ თეა ახვლედიანთან , სადაც განიხილებოდა  ქართულ-ესტონური ურთიერთობები განათლების საკითხებში;
ტალინის პოლიტექნიკური სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დაიწყო მუშაობა  EMIS -სა და TPT -ს შორის მემორანდუმის საკითხებზე . 
ესტონეთის პროფესიული განათლების ექსპერტთან, ბატონ კალლე ტომთან  დელეგაციის წევრებმა გაიარეს კონსულტაციები მოდულურ პროგრამებზე;
გაიმართა  სამუშაო შეხვედრა  INNOVE -ს ხელმძღვანელობასთან  შემდგომი ურთიერთობის საკითხებზე;
გაიმართა კომპანიებთან „ATTECTO“  და  ‘’MEKTORY” შეხვედრა, რომელიც ორიენტირებულია პროგრამირების საკითხებზე;
გამოცდილების გაზიარების მიზნით შედგა შეხვედრა ტალინის ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც უმაღლეს პროგრამებთან ინტეგრირებულია პროფესიული პროგრამები.