eSchool-ის ტრენინგები საქართველოს მასშტაბით

04-11-2014
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ იქნა შემუშავებული სკოლების მართვის ახალი საინფრომაციო სისტემა ,  eSchool-ი, რომელიც ორიენტირებულია მართვის  პროცესების ეფექტურ განხორციელებაზე, როგორიცაა:
- განათლების მიზნების  და პოლიტიკის შემუშავება;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განვითარება;
- ზოგადი განათლების სისტემის დაგეგმვა;
- ადამიანური რესურსების მართვა და მასწავლებლების განვითარება;

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის პირველ ეტაპს, რაც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სისტემის შემადეგენელი გარკვეული მოდულების  დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების მართვის ორგანოების ზემოთაღწერილი მენეჯერული ამოცანების გადაწყვეტასა და მართვის ისეთი დამატებითი  ამოცანების გადაჭრას, როგორიცაა:
- მოსწავლეთა კონტინგენტის ორგანიზაცია (კლასების სტრუქტურა და შემადგენლობა);
- სასწავლო პროცესის ორგანიზაცია (საგაკვეთილო ბადე);
- მასწავლებელთა დატვირთვის განაწილება და აღრიცხვა;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
- მოსწავლეთა სწავლის მიმდინარე და საბოლოო შეფასება;
- მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და განვითარების მონიტორინგი;

სისტემის დასანერგად აუცილებელი ტრენინგების ჩატარება დაიწყო საქართველოს რეგიონებიდან (რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, თიანეთი, ქვემო ქართლი და ა.შ.). ტრენინგები უტარდებათ საჯარო და კერძო სკოლების იმ თანამშრომლებს (ოპერატორებს), რომლებიც შემდგომში მოახდენენ სისტემის ადმინისტრირებას თავიანთ სკოლებში.