უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საყურადღებოდ!

06-11-2014
აბიტურიენტებს, რომლებმაც 2014 წელს გადალახეს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე. 
აბიტურიენტს უფლება არ აქვს გაიაროს რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ  სავალდებულო და არჩევით საგნებს. 


სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უგზავნის ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ და ითხოვს თანხმობას აღნიშნულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე განმეორებითი რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე.
 
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, აბიტურიენტების განმეორებითი რეგისტრაციის გამოცხადების შესახებ თანხმობის წერილებით 2014 წლის 10 ნოემბრიდან - 14 ნოემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ  სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: uni@emis.ge
ინფორმაცია აბიურიენტების მიერ თავისუფალ ადგილებზე რეგისტრაციის ვადის თაობაზე გახდება ცნობილი მოგვიანებით.