ინფორმაცია აბიურიენტების მიერ თავისუფალ ადგილებზე რეგისტრაციის ვადის შესახებ

10-11-2014
აბიტურიენტებს, რომლებმაც 2014 წელს გადალახეს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე.
 
აბიტურიენტს უფლება არ აქვს გაიაროს რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ  სავალდებულო და არჩევით საგნებს.

განმეორებითი რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა 2014 წლის 18 ნოემბრის 10.00 საათიდან -2014 წლის 24 ნოემბრის 20 საათამდე.