საზოგადოებრივ კოლეჯში დაიწყო ახალი სასწავლო მოდულების პილოტირება

11-11-2014
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში  დაიწყო „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ’’ ფარგლებში მომზადებული 6 სასწავლო მოდულის პილოტირება:
1. ვებ გვერდის მარკირება - html;
2. დოკუმენტის მაკეტის შექმნა ;   
3. რასტრული გამოსახულების დამუშავების საფუძვლები; 
4. კომპიუტერული ტექნიკის არქიტექტურა და ინჟინერია;
5. Microsoft  Windows  ოპერაციული სისტემის ინსტალაცია - კონფიგურირება;
6. ტექნიკური ინგლისური; (IT- 1)
პილოტირების პროცესი მიმდინარეობს   მოკლევადიანი, სასერთიფიკატო კურსების სახით, პროფესიული პროგრამის გარეთ (პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრაციის გარეშე), რომელშიც გათვალისწინებულია მოდულში განსაზღვრული სწავლებისა და შეფასების პირობები. 

მოდულების პილოტირების პროცესი დასრულდება დეკემბრის ბოლოს.