პერსონალიზებული სწავლება და განათლების ტრანსფორმაცია

15-12-2014

8-9 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „Holliday Inn Tbilisi „-ში ჩატარდა, ერთი ერთზე სწავლების ვორკშოპი განათლების წარმომადგენლებისთვის - Design and Deployment Workshop for Education Leaders - მათთვის, ვინც იღებს მონაწილეობას სტრატეგიების და პოლისების შემუშავებასა და აღსრულებაში.

მასშტაბური კომპიუტერული პროექტების დანერგვა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა. პროექტი „ბუკი“ - კომპიუტერი პირველი კლასის მოსწავლეებისთვის გამორჩეულია როგორც, რეგიონალურ ისე საერთაშორისო მასშტაბით.

მსგავსი პროექტების განხორციელება კომპლექსური პროცესია. იგი მოითხოვს მრავალი კომპონენტის გათვალისწინებას და სპეციალური მეთოდოლოგიის არსებობას. ერთ-ერთი ასეთი მეთოოლოგიის ფუძემდებელი გახლავთ ბრუს დიქსონი (Bruce Dixon), რომელმაც 25 წლის წინ დაიწყო მსგავსი პროგრამების განხორციელება ავსტრალიასა და მსოფლიოში.

Microsoft-ის მხარდაჭერით მოხერხდა ბრუს დიქსონის თბილისში ჩამოყვანა და განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის ვორკშოპის ორგანიზება. ბატონმა ბრუსმა ისაუბრა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით პერსონალიზებული სწავლების და განათლების ტრანსფორმაციის საკითხებზე, გაუზიარა დამსწრეების სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

სემინარს ესწრებოდნენ განათლების მართვის სიტემის და სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სტუმრები საბერძნეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ბელორუსიის განათლების სექტორიდან.