eSchool - სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა ყველა სკოლაში

23-01-2015
13 იანვარს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დაინერგა სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
eSchool  - სკოლების მართვის საინფორმაციოს სისტემის მთავარი ამოცანაა ეფექტური მენეჯმენტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზუსტი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ონლაინ რეჟიმში განახლებასა და ანგარიშგებას.
 
ელექტრონული ჟურნალის მოდულის მეშვეობით შესაძლებელია სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესება, კერძოდ:

- სწავლების ელექტრონული განრიგის შედგენა და მართვა;
- დასწრებისა და აკადემიური მოსწრების ელექტრონული კონტროლი;
- შეფასებების ავტომატური კალკულაცია;
- ავტომატური ანგარიშგების წარმოება.