საქველმოქმედო ღონისძიება სიღნაღში

06-04-2015
4აპრილს, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, საქველმოქმედო ღონისძიებაზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი – ლაშა ვერულავა სისტემის თანამშრომლებთან ერთად  სააღდგომო საჩუქრებით და სხვადასხვა საჭირო პროდუქტებით ეწვია ქ. სიღნაღში არსებულ თემს, “ქედელს“, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ღირსების შესაფერ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ.

 თემში არსებულ შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ ეძლევათ საკუთარი უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება. 2 საცხოვრებელ სახლში 22  ბენეფიციარი ცხოვრობს.

 როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის დირექტორმა - ლალი ხანდოლიშვილმა აღნიშნა: „ქედელის“ მიზანია თავის მოსახლეებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევები. საცხოვრებელს გარეთ შრომითი ჩართულობით თუ კულტურული აქტივობებით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის შემცირებას.