კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ, სკოლის ატესტატების გაცემა დაიწყო!
2015 წლის 22 ივნისიდან დაიწყო 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების გაცემა.
გაიცემა შემდეგი დოკუმენტები:
- სრული ზოგადი განათლების ატესტატი - იმ პირებზე, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე და წარმატებით ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
- ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი - იმ პირებზე, რომლებმაც 2014-2015 სასწავლო წელს დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, მაგრამ ვერ ან არ ჩააბარეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები;
- საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი - იმ პირებზე, რომლებმაც ექსტერნატის ფორმით დაძლიეს საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.
ხოლო, 2015 წლის 20 ივლისიდან დაიწყება 2014-2015 სასწავლო წლის საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა.
დოკუმენტების მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლებს. დოკუმენტის გაცემა ხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.