საჯარო სკოლის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლების საყურადღებოდ!

19-10-2015
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) შეღავათიანი მგზავრობის ბარათების მისაღებად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სკოლის და ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს, ასევე, თვითმმართველი ქალაქების – რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული  საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში, შეუძლიათ მიმართონ ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო ბარათების გამცემ სერივისცენტრს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ვშაველას გამზ. N 99.