შეღავათიანი მგზავრობის ბარათები

03-11-2015
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული  ავტორიზირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის დაიწყო თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი) შეღავათიანი მგზავრობის ბარათების გაცემა.

პროფესიულ სტუდენტებს  შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებს. ბარათის მისაღებად სრულწლოვანმა პროფესიულმა სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა, არასრულწლოვანი პროფესიული სტუდენტები საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში უნდა მივიდნენ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.