პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი 18 აპრილს დასრულდება

15-04-2016
იმ პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომელთა  და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია ან რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში, შესაძლებელი იქნება 2016 წლის 18 აპრილს 18:00 საათამდე.

I ეტაპზე რეგისტრირებულ პირველკლასელთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2016 წლის 19 აპრილიდან  28 აპრილის  ჩათვლით. 

აღნიშნულ ვადაში, სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების არ/ვერ წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია ავტომატურად ბათილია.