უკაბელო ინტერნეტი (Wi-Fi) საჩუქრად სკოლებს მაიკროსოფტისაგან

14-07-2016
წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერთან - მაიკროსოფტთან. 
Microsoft განახორციელებს   საქართველოს 32 საჯარო სკოლისათვის უსადენო Wi-Fi მომსახურების  მიწოდებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვას სრულიად უფასოდ. პროექტის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა მოხდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

როგორც საზოგადოებისთვის  ცნობილია, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ინტერნეტიზირებულია და ჩართულია  განათლების სისტემის ერთიან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ქსელში. სკოლებში ინტერნეტ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანია. იგი ზრდის სკოლის საზოგადოებისათვის თანამედროვე სწავლა-სწავლების საშუალებებისადმი  ხელმისაწვდომობას,   აძლევს საშუალებას პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეუზღუდავად  ისარგებლონ უამრავი საგანმანათლებლო რესურსებით და შიდა სერვისებით.  
აქედან გამომდინარე ამ თანამშრომლობით კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი.