მთავარისიახლეებიnewsSlideსიახლეებიგამოცხადდა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რეგისტრაცია
გამოცხადდა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის რეგისტრაცია
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წლის 26 სექტემბრიდან - 2016 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გამოცხადდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მსურველთა (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლის) რეგისტრაციის ვადები.
თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ კანდიდატთა წარდგენის მიზნით, ოფიციალურად უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (მის.: ქალაქი თბილისი, გ.ფანჯიკიძის ქუჩა N1ა).
რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, წარდგენილ კანდიდატთაგან შეარჩევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში.