მართვის სისტემა 2016 წლის ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა!

28-09-2016
28 სექტემბერი ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართა საქართველოში ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად და დაჯილდოვდა სპეციალური სიგელით 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.