"თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ"

24-03-2017
დღეს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაცია განახორციელეს და შეუერთდნენ სისხლის ჩაბარების აქციას, რომელიც ჰემატოლოგიის  და ტრანსფუზიოლოგიის  ინსტიტუტის ხელშეწყობით  მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 
  
"თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ"  აქციაში მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სისხლის ბანკიდან 70-მდე კლინიკა მარაგდება, მათ შორის ონკოლოგიური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკები, რომელთაც სისხლი ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში ესაჭიროებათ. სისხლი ასევე მიეწოდებათ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებსაც.
 
აქციაში მონაწილე თითოეულ წევრს, ცნობილი ამერიკული კომპანიის Johnson & Johnson-ის აპარატურით ჩაუტარდა საკმაოდ ძვირადღირებული კვლევები: ვირუსზე - შიდსი, სიფილისი, A ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი.  ასევე, განხორციელდა რეზუს და ჯგუფის დადგენა.
 
ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სახელით  მონაწილეებს  გადაეცათ "მადლობის სიგელი". როგორც ცნობილია, სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია, ამ დროს სისხლის დონორიც იღებს სარგებელს, რადგან სისხლის გაცემა ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნასა და სისხლის გაახალგაზრდავებას.

იხილეთ გალერეა