პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება

05-05-2017
2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის II ეტაპი, 8 მაისს, დილის 9:00 საათზე დაიწყება ვებგვერდზე: http://registration.emis.ge/.

ელექტრონული რეგისტრაცია  2017 წლის 8 მაისიდან  - 1 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.  
II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2017 წლის 2 ივნისიდან - 15 ივნისის  ჩათვლით.