• გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია

    მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, მათ შორის გარე დაკვირვების გავლის მსურველ  მასწავლებელთა  დაკავშირებით.
    გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია
  • ვიზიტი ბრიტანეთის საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე (bett)

    ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - დიმიტრი ბერიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ - მიხეილ ჩხენკელთან და მართვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად...
    ვიზიტი ბრიტანეთის  საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე  (bett)
  • CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

    15 დეკემბერს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფ „CERT.GOV.GE“-ს ორგანიზებით მორიგი ეროვნული კიბერსავარჯიშო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის გამოცდილი კიბერპროფესიონალები. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი იყვნენ -ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი - გიორგი გვასალია და სისტემური ადმინისტრატორი - ვანო ნარიმანიძე.
    CyberEXE 2017 - კიბერსავარჯიშო 2017

გრიფირების განაცხადების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

02-10-2017
მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია. 
 
პირველად, განაცხადების რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი  გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით: www.grifireba.emis.ge; აღნიშნულის მიზანია სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 

განაცხადები რეგისტრირდება ორ ეტაპად: 

I ეტაპი - საბუთების წარდგენა:
•      2-დან 15 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნების სახელმძღვანელოებზე/სერიებზე:
1. ქართული ენა და ლიტერატურა - I კლ, II-IV და V-VI კლ;
2. აფხაზური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
3. მე და საზოგადოება - III-IV კლ;
4. მათემატიკა  - I-IV კლ, V-VI კლ;
5. ჩვენი საქართველო - V-VI კლ;
6. ფიზიკური აღზრდა - I-IV და V-VI კლ;
7. ბუნებისმეტყველება - I-IV და V-VI კლ;
8. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - V-VI კლ;
9. სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
10. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) - I-IV და V-VI კლ;
11. მეორე უცხოური ენა (რუსული, გერმანული, ფრანგული ან სხვა) - V-VI კლ;
12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I-IV დაV-VI კლ;
13. მუსიკა - I-IV კლ;
14. ქართული, როგორც მეორე ენა - I-IV და V-VI კლ. 

1-დან 7 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნის სახელმძღვანელოებზე/სერიაზე:
1. მუსიკა - V-VI კლ. 


II ეტაპი - სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების წარდგენა: 

23-დან 31 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით - ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 2-15 ოქტომბერს;
16-დან 20 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით  - V-VI კლ.  მუსიკის საგნის ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 1-7 დეკემბერს. 

რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ დაგვირეკოთ: 2 200 220 (შიდა 1481 ან 1483)

გისურვებთ წარმატებებს!!!