პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

03-10-2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან  - 15 ოქტომბრის ჩათვლით,  აცხადებს  აპლიკანტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე რეგისტრაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ  გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.
შეგახსენებთ რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ ერთზე მეტ პროგრამაზე!

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  გისურვებთ წარმატებას!