ვიზიტი ბრიტანეთის საგანმანათლებლო ტენოლოგიების გამოფენაზე (bett)

28-01-2019
ლონდონში, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი - დიმიტრი ბერიძე, საქართველოს განათლებისა, მეცნიერების,კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე- ირინა აბულაძესთან და მართვის სისტემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილ (bett)საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენას დაესწრო, სადაც საგანმანათლებლო ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მსოფლიო ლიდერ კომპანიების წარმომადგენლებთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილეს დაგროვილ გამოცდილებაზე და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.