სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კვლავ დასახელდა ყველაზე ღია დაწესებულებად!

03-05-2019
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის მიხედვით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2018 წლის მონაცემებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 100%-იანი მაჩვენებლით დასახელდა. 


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგმა აჩვენა, რომ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2018 წელს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დაცვით გასცა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 2016 და 2017 წლებშიც დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად და დაჯილდოვდა სპეციალური სიგელებით.