პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

17-05-2019
პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტრონული  რეგისტრაცია 2019-2020  სასწავლო წლისათვის 21 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.  

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებ-გვერდზე  registration.emis.ge 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III  ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2019 წლის 13 ივნისიდან   21  ივნისის  ჩათვლით.  
საყოველთაო ელექტრონული რეგისტარცია დასრულდება 12 ივნისს.

2019-2020  სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.