ჩუბინაშვილის ცენტრსა და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

07-10-2019
2019 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად მემორანდუმის მიზანია ეროვნული კვლევითი ცენტრის  მიერ  განათლების მართვის სისტემისთვის  საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების გაზიარება, რათა მოხდეს მათი განთავსება საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალზე- EL.GE.

„ეროვნული კვლევითი ცენტრი“  მის მიერ გამოცემულ ბეჭდური პროდუქციის, აუდიო-ვიდეო მასალის და  ფოტო ნაწარმოებებს  გადასცემს  მართვის სისტემას საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტალზე განთავსების უფლებით.

 მემორანდუმი ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევებს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების განვითარების სფეროში.