„აზროვნების აკადემიასა“ და EMIS-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21-10-2019
2019 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და „აზროვნების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

“აზროვნების აკადემია“ არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის. 
„აზროვნების აკადემიის“ 2 წლიანი მუშაობის განმავლობაში ჩატარებული აქვს 300-ზე მეტი შეხვედრა, მათი პროექტების მონაწილეების რაოდენობა 8000-10000 ადამიანს აღწევს. 

მემორანდუმის გაფორმების მიზანია „აზროვნების აკადემიის“ მიერ შექმნილი რესურსების გაზიარება საგანმანათლებლო ელექტრონულ პორტლაზე - EL.GE.