პროფესიული პროგრამების საბოლოო შედეგი

14-11-2019
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა, საბოლოო შედეგების გასაცნობად, უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ საბოლოო შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა 10622 აპლიკანტი. 
სსიპ- შეფასების და  გამოცდების  ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 7233 აპლიკანტმა.