ინტერნეტმართველობის ფორუმი - GeoIGF2019

15-11-2019
მიმდინარე კვირაში საქართველოში მეხუთედ იმართება “საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი “(Geo IGF 2019), რომლის დღის წესრიგშია: საქართველოს ფართოზოლოვანი განვითარების გამოწვევები, ინტერნეტკონტენტისა და ონლაინ მედიის რეგულირება თუ თვითრეგულირება, უსაფრთხო ინტერნეტი და ბავშვები, პერსონალური მონაცემების დაცვის გამოწვევები და ა.შ..

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი დიმიტრი ბერიძე და ინფორმაციული უსაფრთხოების  პროექტების მენეჯერმა, გიორგი გვასალიამ წარადგინეს მოხსენება, რომელშიც მიმოიხილეს  ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების საგანმანათლებლო სფეროში დანერგვის პროექტის მიმდინარე შედეგები და გამოწვევები. 

GeoIGF-ი დაფუძნებულია მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური სფეროს, ასევე, ტექნოლოგიური საზოგადოების წევრების ჩართვას.