2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეიქმნა ელექტრონული ანკეტა-კითხვარი

25-11-2019
  • სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბიზნესის ანალიზისა და პროექტების მართვის სამუშაო ჯგუფის, პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურისა და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, შეიქმნა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული ანკეტა - კითხვარი.

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღების გამოცხადებას ელექტრონულად შეძლებენ. ამ მიზნით შექმნილ ელექტრონულ ანკეტა - კითხვარში შევსებულია მათ მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის დიდი ნაწილი. განახლებული საგამოცდო ფორმატის გათვალისწინებით, ელექტრონულ ანკეტა - კითხვარში უზრუნველყოფილია მექანიკური და ტექნიკური შეცდომებისგან დაწესებულებების დაცვა. 

  • განახლებული მიდგომით, ელექტრონული გახდა ანკეტა-კითხვარების წარდგენის, დადასტურების, ხარვეზის დადგენის, ხარვეზის აღმოფხვირსა და საბოლოო ინფორმაციის სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მოწოდების პროცესები.

  • 2019 წლის 21 და 22 ნოემბერს ჩატარდა ელექტრონული ანკეტა-კითხვარის პილოტირება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით.

  • ამავე დღეებში სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრთან ერთად გამართა საინფორმაციო შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძალიან დადებით და პროგრესულ მოვლენად მიიჩნიეს განხორციელებული სიახლე.