უკაბელო ინტერნეტი საჯარო სკოლებში

20-12-2019
ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,სანმანათლებლო პროცესის თანამედროვედ წარმართვაში, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, უკაბელო ინტერნეტს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ინტერნეტით უზრუნველყოფილია და ჩართულია განათლების სისტემის ერთიან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ქსელში.
წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა IT ინტეგრატორ კომპანიებთან- „იუ-ჯი-თი“, „გრინ  სისტემსი“ და „ორიენტ ლოჯიკი“. მათ 2019 წელს საქართველოს მასშტაბით 220 საჯარო სკოლა ლოკალური უსადენო (Wi- Fi) კავშირით უზრუნველყვეს.

ამ ეტაპზე ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შეძლო:
• 270-მდე საჯარო სკოლის უსადენო ინტერნეტით (Wi- Fi) უზრუნველყოფა;
• საჯარო სკოლების დაწყებით კლასელთა ნეტბუქებზე პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება;
• რეფორმაში ჩართული სკოლებისათვის გადაცემული კომპიუტერების ტექნიკური გამართვა და მათი ინტეგრირება სასწავლო პროცესში.