საპენსიო ჯილდოზე პედაგოგის წარდგენის ვადები!

20-12-2019
2019 წლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს გაცემის საბოლოო ვადები განისაზღვრა 19 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
  • განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამურ ხელფასს იღებენ.
საპენსიო ასაკის მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო პრივილეგიებს სათავაზობს, 2 წლის ხელფასის ოდენობას, რომელსაც პედაგოგი ერთიანად იღებს და ასევე სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
  • ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებმა  უნდა უზრუნველყონ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) მოდულზე - „საპენსიო ჯილდო“ პედაგოგის წარდგენა განსაზღვრულ ვადებში.