პრაქტიკოსი მასწავლებლების საყურადღებოდ!!

26-12-2019
  • გაცნობებთ, რომ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, განახორციელა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების შედეგები ასახვა.
  • ასევე შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების შემთხვევაში, რომლებიც  ელოდებოდნენ  2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების შედეგების ასახვას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), დამატებით განესაზღვრათ შეფასებისა და წინადადების წარდგენის ვადა, 2019 წლის 23 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით.