14 თებერვალს, გრიფირებით დაინტერესებული პირებისთვის ელექტრონული სისტემის მოხმარების საკითხზე სემინარი ჩატარდება

13-02-2020

  • 14 თებერვალს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფისში, 11:00 და 15:00 საათზე საბაზო საფეხურის მე-7 და მე-8 კლასის, ასევე დაწყებითი საფეხურის რამდენიმე საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებისთვის (ავტორებისთვის) სემინარი ჩატარდება.

  • შეხვედრის მონაწილეები განაცხადის გაკეთებისთვის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მოხმარებას გაეცნობიან.

  • შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

  • საბაზო საფეხურის მე-7 და მე-8 კლასის, ასევე დაწყებითი საფეხურის რამდენიმე საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების მიღება 17 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება .

  • განაცხადების მიღება ელექტრონულად www.grifireba.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ფორმით რეგისტრაციის მიზანია სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

  • გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის დახვეწის პროცესში გაზიარებულ იქნა პოტენციურ ავტორთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები და წინადადებები.