ცხადდება რიგგარეშე მობილობა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისათვის

13-02-2020
ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით.
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი. 

21 თებერვალს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე  გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები. 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2020 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით. 
სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების მართვის საინფორმაციო  სისტემაში 24 თებერვლიდან  28 თებერვლის  ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1 ა) ან  დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@emis.ge