Microsoft Teams-ის ათდღიანი სტატისტიკის მიხედვით გამოყენების მაჩვენებელი 9 556 %-ით გაიზარდა

24-03-2020
20 მარტის მონაცემებით   Office 365-ში აქტიური იუზერების რაოდენობა  82 694-ია.პორტალის აქტივობის მაჩვენებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით,  Microsoft Teams-ში მომხარებელთა აქტივობა (ონლაინ შეხვედრები, გაკვეთილები, ჩეთი, მესიჯები და ა.შ.) 9 556 % -ით გაზრდილია.

 პროგრამა  Teams-ში 78 ათასი  ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა, 10 დღის წინ აღნიშნული პროგრამით მხოლოდ 750 აქტიური იუზერი სარგებლობდა. ამ დროის მონაცემებით, პროგრამით სულ 109 352 ადამიანი სარგებლობს.

20 მარტის მონაცემებით, ელ. ფოსტის  აქტიური მომხმარებელთა რაოდენობა  არის 10 218. ხოლო, წინა კვირას დარეგისტრირდა 7 500  უნიკალური იუზერი.

OneDrive-ში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 7 227 მომხმარებელი. წინა კვირას  პროგრამაში იყო 500 იუზერი.