საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ( EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში ეხმარებიან

24-03-2020
10-დღიანი სტატისტიკის მიხედვით, Microsoft 365-ის პროგრამა Teams-ის გამოყენების მაჩვენებელი 9 556 %-ით არის გაზრდილი

შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აღნიშნულ ჯგუფში ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და Microsoft Office 365-ის სრულფასოვნად ათვისებისთვის დახმარებას უწევენ

ყველა რაიონის მასშტაბით ასევე შექმნილია ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები პროგრამა TEAMS-ში, სადაც ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების ექსპერტები ყველა მსურველ პედაგოგს მოხალისეობრივად უწევენ კონსულტაციას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა მეთოდზე მუშაობას, რათა სწავლა-სწავლების პროცესზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს უკლებლივ ყველა მოსწავლეს