2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ატესტატების გაცემა იწყება

08-07-2020
  • 2020 წლის 20 ივლისიდან სრული ზოგადი განათლების  ატესტატების საყოველთაო გაცემა იწყება. დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს,საზოგადოებრი ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.  

  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე ახორციელებს   ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას.

მისამართები იხილეთ ბმულზე:  
http://psh.gov.ge/main/page/7/406  - იუსტიციის სახლები
https://centri.gov.ge/   - საზოგადოებრივი ცენტრები