2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

13-07-2020
  • 2020-2021 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა - 2020 წლის 15 ივლისიდან  2020 წლის 23 ივლისის ჩათვლით 
  • მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2020 წლის  31 ივლისიდან  2020 წლის 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე   
  • ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2020 წლის  26 აგვისტოდან  2020 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით    
 მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (www.students.emis.ge)