15 თებერვალს გრიფირებით დაინტერესებული პირებისთვის ელექტრონული სისტემის მოხმარების საკითხზე სემინარი ჩატარდება

07-02-2021
  • 15 თებერვალს, 18:00 საათზე საბაზო საფეხურის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის, ასევე - დაწყებითი საფეხურის რამდენიმე საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებისთვის (ავტორებისთვის) ჩატარდება ონლაინ სემინარი (იხ. ლინკი).

  • შეხვედრის მონაწილეები განაცხადის გაკეთებისთვის გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მოხმარებას გაეცნობიან.

  • განაცხადების მიღება ელექტრონულად www.grifireba.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ფორმით რეგისტრაციის მიზანია, სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

  • გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის დახვეწის პროცესში გაზიარებულ იქნა პოტენციურ ავტორთა მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები და წინადადებები.

  • შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.