ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის სტუდენტებისათვის

21-06-2021
ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის სტუდენტებისათვის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის სტუდენტებისათვის. დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობისა და სწავლის საფასურის შესახებ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 2 ივლისიდან -7 ივლისის ჩათვლით.

რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების, სამართლებლივი აქტების პროექტების სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 21 ივლისიდან - 27 ივლისის ჩათვლით.

სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვრა - არაუგვიანეს 2021 წლის 6 აგვისტო.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:  info@emis.ge