იწყება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

05-08-2021
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველ პირთა (სტუდენტთა) ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება - 16 აგვისტოს. რეგისტრაციის პროცესი გაგრძელდება -30 აგვისტოს 18.00 საათამდე


მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 6 სექტემბრიდან  17 სექტემბრის ჩათვლით. 


ყურადღება:  ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი). 

დეტალური ინსტრუქციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ელექტრონულ პორტალ https://students.emis.ge/ -ს