უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!!

15-09-2021
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის 14 სექტემბრის N1.1/69 ბრძანებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, სპეციალური  ანკეტა-კითხვარების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენის ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 15 სექტემბრიდან - 2021 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
 
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ანკეტა-კითხვარების დადასტურების ვადად განისაზღვრა - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სსიპ - მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენიდან - 7 სამუშაო დღე.