გამოქვეყნდა რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი

30-11-2021
გამოქვეყნდა სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „სისხლის სამართლის“ სამაგისტრო პროგრამაზე სტატუსშეჩერებული/შეწყვეტილი სტუდენტებისათვის, გამოცხადებული რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი

მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2021 წლის 01 დეკემბრიდან 07 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, მნიშვნელოვანია სტუდენტმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 7 დეკემბერზე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.


სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@emis.ge