2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა

14-01-2022
განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები: 
 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ: 

2021-2022 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის 14 იანვრიდან  2022  წლის 21 იანვრის ჩათვლით 
ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის  11 თებერვლიდან  2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით


სტუდენტთა საყურადღებოდ: 

მობილობის  მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2022 წლის  28 იანვრიდან  2022 წლის 08 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე (students.emis.ge)

ყურადღება:  ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).