გამოქვეყნდა რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი

18-03-2022
გამოქვეყნდა შპს სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე“ ჩარიცხული პირებისთვის, გამოცხადებული რიგგარეშე მობილობის ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი

მობილობით სარგებლობისათვის პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2022 წლის 19 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პერიოდი. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 23 მარტამდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.


რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს – სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:  info@emis.ge