2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაფინანსება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირებისათვის

19-04-2022
განისაზღვრა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის, ასევე პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსების თანხების გაანგარიშების ვადები 2021 -2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის:

  • სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაანგარიშება 2022 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით - 2022 წლის 2 – 3 აპრილი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში საგრანტო თანხების დათვლილ მონაცემებზე ხედვის ჩართვა და კორექტირების მოთხოვნის უფლების მიცემა - 2022 წლის 5 აპრილიდან - 2022 წლის 18 აპრილის ჩათვლით
  • მოთხოვნილი კორექტირების განხილვა და დადასტურება/უარყოფა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ  - 2022 წლის 19 აპრილიდან - 2022 წლის 4 მაისის ჩათვლით
  • საბოლოო სახელობითი სიების ფორმირება და გადასარიცხი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის დასწესებულების მიერ დადასტურება - 2022 წლის 5-6 მაისი
  • საბოლოო გადარიცხვის დოკუმენტის ფორმირება, სამინისტროსათვის წარდგენა - 2022 წლის 10 მაისი  

პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება:
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის პრიორიტეტულ პროგრამებზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირების უფლების გააქტიურება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში - 2022 წლის 5 აპრილიდან - 2022 წლის 9 მაისის ჩათვლით
  • საბოლოო სახელობითი სიებისა და გადასარიცხი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის დასწესებულების მიერ დადასტურება - 2022 წლის 13 – 16 მაისი
  • საბოლოო გადარიცხვის დოკუმენტის ფორმირება და სამინისტროსათვის წარდგენა - 2022 წლის 17 მაისი

სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაანგარიშებული თანხების გადარიცხვას თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო