ცხადდება რიგგარეშე მობილობა შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის !!!

07-07-2022
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!! 
 
 
დაწესებულების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობისა და სწავლის საფასურის შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 11 ივლისიდან - 15 ივლისის ჩათვლით. 
 
 
რიგგარეშე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების, სამართლებლივი აქტების პროექტების სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2022 წლის 08 აგვისტოდან - 12 აგვისტოს ჩათვლით. 
 
სტუდენტის რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვრა - არაუგვიანეს 2022 წლის 18 აგვისტო. (იხ. ბრძანება)
 
 
შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების საყურადღებოდ!!! 
 
 
მობილობით სარგებლობისათვის პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა - 2022 წლის 25 ივლისიდან 8 აგგვისტოს ჩათვლით პერიოდი. თუმცა, მნიშვნელოვანია პირმა გაითვალისწინოს, რომ განცხადებით მიმართვის კონკრეტულ ვადას რომელიც შესაძლოა იყოს 8 აგვისტომდე ადრე პერიოდი, განსაზღვრავს თავად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
 
 
რიგგარეშე მობილობით დაინტერესებულ პირებთან, 2022 წლის 20 ივლისს 15 საათზე, გაიმართება შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. 
  
 
Meeting ID: 885 6594 6433 
Passcode: 474624 
 
 
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე:  info@emis.ge